კურდღელი

6

კურდღელი _  მომცრო ძუძუმწოვარი ცხოველი, გრძელყურებიანი და ფეხმარდი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები მიდებულია ყურებთან, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.