კულტურული

3

კულტურული   _  1. კულტურასთან დაკავშირებული, მისთვის დამახასიათებელი; 2. თავაზიანი 

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კულტურა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ _ ნიკაპთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, ცერით და საჩვენებელი თითით ხელი ეხება ლოყებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძარაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.