კუდიანი

8

კუდიანი _   1. კუდის მქონე;  2.გრძნეული, ჯადოსანი ქალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარცხნივ-მარჯვნივ, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.