კომენტარი _ ტექსტის ან დებულების ახსნა-განმარტება, შენიშვნა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამბავი“ / „თხრობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები და ცერები წვერებით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია ორივე ხელის ზევით აღმართული თითები. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.