კოკა _ დოქი, დიდმუცლიანი, დაბალყელიანი და ცალყურიანი წყლის საზიდი თიხის ჭურჭელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დოქის ფორმის ტრაექტორიის მოძრაობა ზევით; პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჭერა“ _ მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.