კვება _ საზრდოს, საჭმლის მიცემა ან მიღება, ჭმევა ან ჭამა, საზრდოობა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.