კვამლი

9

კვამლი  _  ბოლი, წვის დროს გამოყოფილი მუქი, აირადი ნივთიერება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ალი“ _ ხელისგული მარცხნივაა  მიმართული, ნეკის და ცერის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ზევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.