კვალიფიციური

8

კვალიფიციური  _ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, დაოსტატებული, დახელოვნებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოცდილება“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ტუჩის კუთხესთან ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.