კენტი _ რიცხვი, რომელიც არ იყოფა ორზე
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ერთი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სამი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხუთი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.