კეთილსინდისიერი _ პატიოსანი, სინდისიერი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთილი“ _ გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატიოსანი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.