კეთილმოსურნე _ სიკეთის მსურველი, კეთილის მდომი, კარგად განწყობილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთილი“ _ გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.