კატეგორიული

4

კატეგორიული  _  გადამწყვეტი, უცილობელი, მტკიცე, უყოყმანო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გული“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მკერდს ეხება ქვევით ჩაწეული შუა თითი, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა „ბეჭდვა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული  მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.