კარტოფილი _ ბოსტნეულის სახეობა, იკეთებს სახამებლით მდიდარ მიწისქვეშა ტუბერებს
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.