კარდაკარ _ კარიდან კარზე, ერთი სახლიდან მეორეში, ეზო-ეზო
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მაჯით ზემოდან ადევს მარცხენას და ასრულებს მოძრაობას წინ რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.