კარგვა _ შეუმჩნევლად ნივთის სადღაც გაქრობა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითებით ხელი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.