კარაქი _ ცხიმი, რომელიც მიიღება რძის დღვებით
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მოხრილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი გარეთ მიმართულ მოძრაობას ასრულებს რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას სხეულისკენ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენლია მკერდის დონეზე.