კაჟი

3

კაჟი  _ სხვადასხვა ფერის ძალიან მაგარი ქვა, იხმარებოდა ცეცხლის დასანთებად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტებადაა შეკრული, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.