კანდიდატი

4

კანდიდატი  _  პირი, რომელიც დასახელებულია ამა თუ იმ თანამდებობაზე დასანიშნავად ან ასარჩევად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტანა“ _ მუშტად შეკრული თითებით ზევით მიმართულია ხელისგული, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.