კავკასიელი _ კავკასიის მცხოვრები, კავკასიის მკვიდრი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზევით აწეული ცერებით ხელები მკერდს ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.