კაბინეტი

2

კაბინეტი  მუშაობისათვის, გონებრივი შრომისათვის განკუთვნილი ოთახი ბინაში, ცალკე სამუშაო ოთახი დაწესებულებაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“    ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, იცვლის პოზიციას და ისევ ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.