იჯარა – უძრავი ქონების დროებით დაქირავება სათანადო ხელშეკრულების დადებით, არენდა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული
მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ზედ ადევს მარცხენა გაშლილ ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.