ისტორიული – რასაც ისტორია აქვს და განვითარება განუცდია
ორნაწილიანი ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისტორია“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და არათითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრინდელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საფეთქელთან განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.