ისარი – მშვილდით სატყორცნი მახვილწვერიანი წვრილი ჯოხი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს, ბოლო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.