ინციდენტი – რაიმე უსიამოვნო შემთხვევა, გაუგებრობა, შეხლა-შემოხლა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.