ინჟინერი – უმაღლესი სამშენებელო ტექნიკური განათლების მქონე პირი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითები ჯვარედინად ადევს ერთმანეთს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერებისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
