იავნანა – ბავშვის დასაძინებელი სიმღერა, ნანა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „რწევა“ – მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმღერა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
