თექვსმეტი – რიცხვი 16, ათი და ექვსი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი ცერით, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა და მარჯვენა ცერი ორგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.