თაყვანისცემა – 1.პატივისცემა, გაღმერთება, კერპად გახდა; 2. მოწიწებით, მოკრძალებით, მდაბლად თავის დაკვრა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ მორჩილება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრავენ მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ და ხელები ეხება მხრებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.