თარიღი

8

თარიღი  რაიმე მოვლენის, ფაქტის მომხდარობის, რაიმე დოკუმენტის შექმნის წერილობით აღნიშნული დრო (წელი, თვე, დღე)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის?“ სახის წინ განთავსებულია მარცხნივ მიმართული ხელისგული, გაშლილია ცერი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები, თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაწერა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი  მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.