თაობა – შთამომავლობის თითოეული საფეხური
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის ქვემოთ მიმართული მოძრაობა, შემდგომ ფაზაში ერთმანეთის გასწვრივ მდებარე საჩვენებელი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.