თანხა – ფულის ესა თუ ის რაოდენობა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერი ეხება თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.