თანამდებობა

6

თანამდებობა  სამსახურებრივი ადგილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“   ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.