თანაგრძნობა

4

თანაგრძნობა   გულშემატკივრობა სხვისი დარდის, მწუხარების გამო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწუხარება“   სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში და ხელი ისევ ეხება მკერდს: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.