თამამი – ლაღი, გამბედავი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია მუშტები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.