თათარა

5

თათარა    ნადუღი ყურძნის ტკბილისა და პურის ფქვილისაგან გაკეთებული ფაფისებური საჭმელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით  მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.