თავსატეხი

3

თავსატეხი   თავსამტვრევი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შრომა“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები გაშლილია და ეხება გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, გაშლილი თითები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.