თავაზიანი

3

თავაზიანი  ზრდილობიანი, მორიდებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სტუმარი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები ეხება სხეულს, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით  და ნეკები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კულტურა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ეხება ლოყებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.