თავადი – დიდგვარიანი ფეოდალური წრის, უმაღლესი წოდების წარმომადგენელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეფე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება სხეულს ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხართან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კაპიტალიზმი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი, ერთმანეთთან შეტყუპებული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა და ხელი ორგან ეხება სხეულს, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით ზევით მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.