ზედმიწევნით – გამოწვლილვით, ზუსტად, საფუძვლიანად
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.