ზაფრანა – ყვითელყვავილიანი მცენარე, რომელთაც საჭმლის სანელებლად იყენებენ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ნეკები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება განმეორებადი მოძრაობისას, დანარჩენი თითები მოხრილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.