ზავი – შეთანხმება მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მშვიდობიანობის დამყარების შესახებ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეპირება“ – მერჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია შუა და გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი მოძრაობა და ხელები პოზიციებს იცვლიან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.