ვერსად

9

ვერსად  ვერც ერთ ადგილას, მხარეს, ვერავითარ ადგილას, ვერც ერთგან

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შოვნა“   მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.