ვენახი

10

ვენახი  ვაზის ბაღი, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გაშენებულია ვაზი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურძენი“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ორივე ხელზე ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი პირისკენ მოძრაობს, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს სცილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყობა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.