ვალუტა – ამა თუ იმ სახელმწიფო ში მიღებული ფულის სისტემა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ – ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ორხელიანი, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“ – მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული, ცერებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.