ვაგონი – ოთახის მსგავსი ბორბლებიანი საზიდავი, რომელიც რელსებზე მოძრაობს და იხმარება მგზავრთა გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილია თითები, მარჯვენა ხელი მარცხენას წინაა განთავსებული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი სხეულისკენ გადაადგილდება, მარცხენა – წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.