ეშხიანი – ეშხის მქონე, ტურფა, მომხიბლავი, მიმზიდველი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მშვენიერი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.