ეროვნული

4

ეროვნული    ერისა, ერთან დაკავშირებული,  ერის დამახასიათებელი, ერისათვის განკუთვნილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეროვნება“ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით ხელი მსუბუქად ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.