ერთგულება – უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალვა, თავდადება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერთი“ – სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.
