ელიტა – ადამიანთა დაწინაურებული, წარმატებული ჯგუფი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზოგადოება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ხელები ერთმანეთს უახლოვდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ – ნიკაპთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული და თითები ეხება ლოყებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძარაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.