ელექტროობა

5

ელექტრობა _  ელექტრული მუხტი; ელექტრულ მუხტთა არსებობის, მოძრაობისა და ურთიერთმოქმედების მოვლენათა ერთობლიობა; ტექნიკაში გამოყენებული ენერგიის ფორმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ენერგია“ წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.